სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და პირველი ქალია სახელმწიფო მეთაურის პოსტზე. ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა. მას მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა დაეხმარა კონკურენტის, გრიგოლ ვაშაძის დამარცხებაში, რომელიც ყოფილი მმართველო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
რა როლს თამაშობს საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ქალი გახდა? როგორ აისახება ეს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე? მრგვალი მაგიდის წევრები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
– ცესკოს ექს–თავმჯდომარე, გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორი ნანა დევდარიანი;
–პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე;
– სმირნოვების სახლ–მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი.
ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის მსვლელობაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C
მედიის აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.