თბილისსა და ანკარას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიTurkish Airlines–ის თვითმფრინავები
Turkish Airlines–ის თვითმფრინავები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Boeing 737–800-ის მარკის თვითმფრინავები თბილისი–ანკარა–თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენენ.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Turkish Airlines 2019 წლის იანვრიდან თბილისიდან ანკარის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში. 

ავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავი და სტიუარდესები - Sputnik საქართველო
„პობედამ“ რუსეთიდან საქართველოში რეისების შესრულების ნებართვა მიიღო

18 იანვრიდან საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ – ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება. ქალაქებს ერთმანეთთან Boeing 737–800 მარკის თვითმფრინავები დააკავშირებს.

დღეისთვის ავიაკომპანია Turkish Airlines თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის ათათურქისა და საჰიბა გიოქჩენის აეროპორტებში ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0