ბახტაძე: 580 ათასზე მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან
„ესაა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 1 იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 000 მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება. კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია. დღეისთვის 580 ათასზე მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბახტაძის განცხადებით, იმ წესებით, რომელიც მთავრობამ დანერგა, მომავალში გამოირიცხება, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში.