ცოლ-ქმარს თაღლითობისთვის ექვსი წელი მიესაჯა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოლ-ქმარმა მოქალაქეს 17 000 დოლარი მისთვის სასურველი ბინის სანაცვლოდ გამოართვეს  და იპოთეკით სულ სხვა, საცხოვრებლად უვარგისი ბინა დაუტვირთეს

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმარს თაღლითობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეობა 10 000 დოლარის სანაცვლოდ: დაკავებულია ადვოკატი

ცოლ-ქმარმა თ.ა.-მ და ი.რ.-მ თაღლითობის მიზნით, ე.ხ.-ს, რომელსაც ბინის დაგირავება სურდა, მოტყუებით აჩვენეს მისთვის სასურველი ბინა და დაჰპირდნენ, რომ 17000 აშშ დოლარად 2 წლით იპოთეკით დაუტვირთავდნენ. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხა გადასცა, თ.ა.-მ და ი.რ.-მ იპოთეკით სულ სხვა, საცხოვრებლად უვარგისი ბინა დატვირთეს, რომლის საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო ე.ხ.-ს მიერ მათთვის გადაცემულ თანხაზე.

თ.ა.-ს და ი.რ.-ს 2018 წლის 12 მარტს წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც  გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ა და ი.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივეს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0