თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

© photo : courtesy of Ministry of Internal Affaers of Georgiaდაცვის პოლიცია საქართველოს ბანკთან
დაცვის პოლიცია საქართველოს ბანკთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულია უსაფრთხოების თანამშრომელი

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ვაზისუბანში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდების 44 წლის მამაკაცი დააკავეს

ოთხი ნიღბიანი პირი ბანკის შენობაში სამუშაო საათების დასრულების წინ შეიჭრა. ფილიალზე თავდასხმა სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც ინკასაციის მანქანებს ბანკიდან ფული უნდა წაეღო. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელები ავტომატებითა და ნაჯახებით იყვნენ შეიაღებულნი.

თავდასხმის შედეგად დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

ჯერჯერობით არ კონკრეთდება იმ თანხის ოდენობა, რომელიც ბოროტმოქმედებმა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

ყველა ახალი ამბავი
0