მეტროში მამაკაცი პირსინგიან გოგონას თავს დაესხა

© Tbilisi Transport Companyმეტროპოლიტენი
მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას უჩვეულო გარეგნობამ მამაკაცი გააღიზიანა.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს ვაგონში უჩვეულო ინციდენტი მოხდა – საშუალო ასაკის მთვრალი მამაკაცი შეეცადა გოგონასთვის ხელი დაერტყა იმის გამო, რომ მას გოგონას გარეგნობა არ მოეწონა. შესაბამისი ვიდეო Facebook-ზე გავრცელდა.

პირსინგიანი და ზურგზე გიტარაგადაკიდებული გოგონა ახალგაზრდა მამაკაცის თანხლებით მიდიოდა. ვაგონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შევიდა, რომელიც მათ წინააღმდეგ დაჯდა. გოგონას გარეგნობამ იმდენად გააღიზიანა მამაკაცი, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას.

საპასუხოდ, გოგონამ უთხრა, რომ მას აქვს უფლება ეცვას შარვალი და მისდამი პატივისცემით მოპყრობა მოსთხოვა მამაკაცს. სწორედ ამან გააღიზიანა მამაკაცი, რომელიც ფეხზე წამოდგა და შეეცადა გოგონასთვის დაერტყა. გოგონას მისი თანმხლები მამაკაცი გამოექომაგა.

შემდეგ საქმეში სხვა მგზავრებიც ჩაერთნენ, რომლებიც მთვრალ მამაკაცს ამშვიდებდნენ, რომელიც არ მშვიდდებოდა და ჩხუბი დაიწყო.

აღნიშნული ვიდეოკადრები "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც" იხილეს, რომელსაც ეკუთვნის თბილისის მეტრო. სამსახურის პრეს-ცენტრში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს და, სავარაუდოდ, კონფლიქტი ადგილზევე აღმოიფხვრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0