საქართველოს საელჩოებში კომერციულ ატაშეს დესპანი შეცვლის

გამოწერა
ეკონომიკური დიპლომატიის განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და იგი ორიენტირებულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. კომერციული ატაშეების ნაცვლად ახალი პოზიცია – დესპანი იქნება შემოღებული, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს კომერციული ატაშე ექვს ქვეყანაში ეყოლება

თბილისში უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა „ამბასადორიალი 2018" იმართება, რომელზეც ქართველი დიპლომატები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს განიხილავენ.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ატაშეების ნაცვლად შემოვიტანოთ ახალი პოზიცია – დესპანი, რომელსაც ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. ის უფრო კარგად იქნება ინტეგრირებული ჩვენთან", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ გააჩნია რესურსი, რომ საელჩოების პარალელურად ატაშეების მასშტაბური ინსტიტუტი ჰქონდეს.

„გადავწყვიტეთ – უფრო ეფექტიანი იქნება, რომ ეს ინტეგრირებული იყოს საელჩოების სტრუქტურაში", – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების პროექტს ახორციელებს. საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობის, ქართველი ექსპორტიორების უფლებების დაცვის, საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებით არიან დაკავებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0