მოყინვა და ჰიპოთერმია – ანუ რჩევები, ზამთარი რომ უსაფრთხოდ გადავაგოროთ

© Pixabay / AdinaVoicuგოგონა თოვლში
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ტრავმის მართვის ინსტრუქტორი არჩილ მარშანია.

სუსხიან ზამთარში მოყინვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დაავადებაა, რომელიც დაბალი ტემპერატურის გავლენით სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანებას იწვევს.

დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაბალია ტემპერატურა და რა დროის განმავლობაში მოქმედებს ადამიანზე.

დაბალ ტეპერატურაზე ადამიანებს აქვთ ტემპერატურის რეგულირების ორი სისტემა: ქცევითი პასუხი (ვეძებთ უფრო თბილ გარემოს, ვიცმევთ თბილ ტანსაცმელს და ა.შ.) და ფიზიოლოგიური თერმორეგულაცია (კანკალი, სისხლის ცენტრალიზაცია და პერიფერიული სისხლძარღვების შეკუმშვა და ა.შ.). როდესაც ეს სისტემები ვეღარ ახდენენ კომპენსაციას, ვითარდება დაბალი ტემპერატურით გამოწვეული დაზიანებები.

მსუბუქი დაზიანებები შეიძლება იყოს:

- ზედაპირული მსუბუქი მოყინვა;

- პერნიო (დაბალი ტემპერატურით და სინოტივით გამოწვეული დერმატიტი);

-ჰიპოთერმიით გამოწვეული ურტიკარია (ე.წ. „სიცივის ალერგია“).

ხელები - Sputnik საქართველო
„მოვიდეს მამაშენი, ყველაფერს ვეტყვი!“ – როგორი უნდა იყოს მამა

დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივად მოქმედების შედეგად შესაძლოა განვითარდეს უფრო მძიმე დაზიანებები, როგორიც არის ჰიპოთერმია და მოყინვა.

ჰიპოთერმია – ეს არის ორგანიზმის ტემპერატურის შემცირება (გადაციება), რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიშიც. ყველაზე სწრაფად სხეულის ტემპერატურის დაკარგვა ხდება წყალში, ცივ წყალში ჩაძირვისას სხეული 24-ჯერ უფრო სწრაფად კარგავს ტემპერატურას, ვიდრე ცივ ჰაერთან შეხებისას.

პათოლოგიური მოვლენები:

სხეულის ტემპერატურა როდესაც გახდება 35 გრადუსი, ირთვება ფიზიოლოგიური თერმორეგულაციის მექანიზმი, სისხლძარღვების შევიწროება, მეტაბოლიზმის მომატება, კანკალი.

30–35 C – გულის და კოგნიტიური ფუნქციები, მეტაბოლიზმი, სუნთქვის სიხშირე და კანკალი მცირდება. სითბოს დაკარგვა იზრდება;

28.3–32.2 C – შესაძლოა განვითარდეს წინაგულების ფიბრილაცია - ბრადიკარდია;

26.7–26.8 C – ფიზიკური სტიმულაციაზე შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში არითმია - ვენტრიკულური ფიბრილაცია;

ნატალია ბაქრაძე - Sputnik საქართველო
შვილთან ურთიერთობის „გასაღები“: ბავშვის ტემპერამენტი და მოქცევის წესები ფსიქოლოგისგან

როგორ მოვიქცეთ:

აუცილებლად გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დააზრალებული მოვაშოროთ სიცივის წყაროს, დავიწყოთ პასიური გათბობის ტექნიკა, როგორიც არის მშრალი ტანსაცმლის ჩაცმა, თბილ გარემოში გადაყვანა და თბილი კალორიული (არაალკოჰოლური) სითხეების მიცემა, თუ შეუძლია სითხის მიღება.

მოყინვა ვითარდება –2.2 C და უფრო დაბალ ტემპერატურაზე. პირველ რიგში ზიანდება სხეულის წარზიდული ნაწილები, როგორიცაა თითები, ცხვირი, ყურები და ა.შ.

კლასიფიკაციის მიხედვით მოყინვას ყოფენ ოთხ ხარისხად:

პირველი ხარისხი: ზედაპირული დაზიანება ხანმოკლე კონტაქტის შედეგად, კანზე ვითარდება მოთეთრო-მოყვითალო ფუფხი

მეორე ხარისხი: ვითარდება კანის უფრო ღრმა შრეების დაზიანება, ბუშტუკები – გამჭირვალე ან თეთრი შიგთავსით, შეშუპება.

მორცხვი ბავშვი - Sputnik საქართველო
თუ ბავშვი ზედმეტად მორცხვია... დაშვებული შეცდომები აღზრდისას

მესამე ხარისხი: გვხვდება კანის სრული შრეების დაზიანება, ბუშტუკები – სისხლიანი შიგთავსით, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, ნელი შეხორცების პროცესი.

მეოთხე ხარისხი: ზიანდება კანის ყველა შრე, კუნთები, ძვლები. მოძრაობა შეუძლებელია, ვითარდება ნეკროზული ცვლილებები, ავტოამპუტაცია. ამ შემთხვევაში აუცილებლად ვითხოვოთ დახმარება და გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პირველ რიგში უნდა ვუმკურნალოთ ჰიპოთერმიას, მოვაშოროთ სიცივის წყაროს, დავიწყოთ პასიური გათბობის ტექნიკა. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა პასიური გათბობის ტექნიკა მოიცავს ასევე ზედაპირული დაზიანებისას დაზიანებული ადგილების მოთავსებას სხეულის დაუზიანებელ ნაწილთან (ხელისგულები – მოყინულ ყურზე, მოყინული ხელის მტევანი – იღლიაში და ა.შ.). არავითარ შემთხევევაში არ უნდა მოხდეს სხეულის მოყინული ნაწილის მასაჟი.

ცივ ამინდში გასვლის დროს არ დალიოთ სპირტიანი სასმელები. ამ დროს იქმნება სითბოს ილუზია, მაგრამ ორგანიზმი სწრაფად კარგავს ტემპერატურას. სუსხიან ზამთარში დიდხანს სიარულის დროს სახლში დაბრუნებისას უნდა შეამოწმოთ, ხომ არ გაქვთ მოყინვა კიდურებზე, სახეზე, ან ზურგზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0