დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატ დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დააკავეს>>>

დავით კირკიტაძე გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 17 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.

გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
არეულობა ინაუგურაციის დღეს: დაკავებულია კიდევ სამი პირი

„ბრალდების შინაარსში წერია, რომ დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ერთ-ერთ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ძირითადად, არის პოლიციელების ჩვენებები და ის სიუჟეტია, რაც ორი დღეა მასმედიით ვრცელდება", – განაცხადა კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა და განმარტა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მისი თქმით, კირკიტაძე დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და დღეიდან მშრალ შიმშილობას იწყებს.

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. სასამართლოსთან კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე დღეს კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებითაა აღძრული.

 

ყველა ახალი ამბავი
0