„სიზმარი არის სარკე სამყაროებს შორის, ჩვენს მატერიალურსა და ასტრალურ სხეულს შორის. ანუ, სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ სანახევროდ გასული ხართ საიქიოში. ძალიან ხშირია, როდესაც სიზმრებში ხედავენ თავის წინაპრებს და მათგან მოდის წინასწარ გაფრთხილება, ან დაცვა. ყველა მინიშნებას თავისი მნიშვნელობა აქვს, უფრო მეტიც, ფერს კიდევ თავისი მნიშვნელობა აქვს. იგი დამატებით ინფორმაციას გვაძლევს, რა სახის იქნება ის მოვლენა, რაც თქვენ ცხოვრებაში უნდა მოხდეს“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგის თქმით, არსებობს ორი მეთოდი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ცუდი სიზმრის ნახვის დროს. ერთი მეთოდია, რომ გამდინარე წყალს „გავატანოთ“ სიზმარი; მეორე მეთოდის მიხედვით კი, როცა გაიღვიძებთ, დაბრუნდით უკან, სიზმარი საიდანაც დატრიალდა უკან, უარყოფით მხარეს, იქიდან შემოატრიალეთ დადებით მხარეს, როგორც თქვენ გინდათ რომ მოხდეს და მხოლოდ მაშინ გაიღვიძეთ საბოლოოდ.