თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე კვლავ გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარუდგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჩაჩიბაია 2016 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსია.
განახლებული კონსტიტუციის თანახმად, რომელიც 16 დეკემბერს შევიდა ძალაში, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის“ თანამდებობა – „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის“ თანამდებობით შეიცვალა.
თავდაცვის ძალების მეთაურს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი.
ქვეყნის მთავარ კანონში ასევე შეიცვალა „საქართველოს სამხედრო ძალები“ და „საქართველოს შეიარაღებული ძალები“ პოზიციების სახელწოდებები – „საქართველოს თავდაცვის ძალებით“.
განკარგულებას ჩაჩიბაიას წარდგენის შესახებ ხელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 18 დეკემბერს მოაწერა.