საქართველო – 2019 წლისთვის რუსი ტურისტების ტოპ-მიმართულება

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუს ტურისტებს ასევე უყვართ დასვენება უნგრეთში, თურქეთში, საფრანგეთსა და სომხეთში.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველო რუს დამოუკიდებელ მოგზაურებს შორის 2019 წელს იმ ქვეყნების სამეულში შედის, რომლებზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სერვის Skyscanner-ის მონაცემებზე დაყრდნობით. 

Welcome to Georgia–ს დაჯილდოება - Sputnik საქართველო
საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!–ს გამარჯვებულები დაასახელეს

2018 წელს 20 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის უნგრეთის მიმართულებით ბილეთებზე მოთხოვნა მაქსიმალურად – 61%-ით გაიზარდა. მიზეზი – ბაზარზე კიდევ ერთი საბიუჯეტო ავიაგადამზიდის გამოჩენის შედეგად ფრენის ღირებულების დაწევაა (-18%).

მეორე მიმართულებაა თურქეთი, სადაც გასულ წელს დამოუკიდებელ მოგზაურთა თითქმის ნახევარჯერ გაზრდილი ნაკადი დაფიქსირდა.

მესამე ადგილი კი საქართველოს ერგო. წელს პოპულარული მიმართულებების ხუთეულში ასევე შევიდნენ საფრანგეთი და სომხეთი (ბილეთებზე მოთხოვნა 14%-ით გაზრდილია).

საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ქვეყანას 1,3 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი სტუმრობდა, რაც 20%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0