ქართული სტანდარტი სომხეთისთვის: მეზობელ ქვეყანაში პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBვალერი ოსიპიანი და გიორგი გახარია
ვალერი ოსიპიანი და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის მთავარი პოლიციელი საპატრულო სამსახურის შექმნის კუთხით საქართველოს გამოცდილებას გაეცნო

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის ხელისუფლება მუშაობს ახალი საპატრულო სამსახურის შექმნაზე, რომელიც საბოლოოდ 2019 წელს ჩამოყალიბდება და ქართულის მსგავსი იქნება, განაცხადა სომხეთის პოლიციის უფროსმა ვალერი ოსიპიანმა.

აღნიშნული განცხადება ოსიპიანმა თბილისში საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სომხეთის პოლიციის უფროსი საქართველოში 17 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა და ქვეყანაში 19 დეკემბრამდე დარჩება.

ქუჩებში საპატრულო პოლიციის ერთკაციანი ეკიპაჟები გამოჩნდება >>

„ჩვენ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა და ჩვენ დავინტერესდით საქართველოს საპატრულო სამსახურის საქმიანობით. გვინდა, გამოვიყენოთ საქართველოს საპატრულო სამსახურის მოდელი ჩვენ ქვეყანაში. ჩემი მოადგილე რამდენიმე თვის წინ ეწვია საქართველოს და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო საგუშაგო სამსახურის და საგზაო პოლიციის გაერთიანების პროცესი. 2019 წელს ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვექნება ახალი საპატრულო სამსახური", - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა.

პოლიციის რეფორმის გარდა, მოლაპარაკებისას მხარეებმა განიხილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სასაზღვრო ზონების კონტროლის საკითხები.

შსს-ს რეგიონული ქვედანაყოფებისათვის ახალი ავტომობილების გადაცემა - Sputnik საქართველო
ქართველმა პოლიციელებმა ახალი ავტომობილები მიიღეს

„ორგანიზებული დანაშაული არის ის გამოწვევა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომლებიც განსაკუთრებით ამ საზღვრისპირა ზონებში გვაქვს, უკვე დავსახეთ კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვიზიტის ფარგლებში სომხურმა დელეგაციამ ოსიპიანის ხელმძღვანელობით ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა. დაგეგმილია სტუმრობა „112"-სა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში.

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქვეყანაში ახლახან ჩამოყალიბდა. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კრიმინალს ომი გამოუცხადა და შსს–ს რეფორმა დაიწყო. მაშინ გაჩნდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც რეფორმირებული შსს–ს ერთგვარი სიმბოლო და უწყების ფლაგმანი გახდა.

პოლიციელებს ხელფასებს მოუმატებენ და ბინებს აუშენებენ >>

მაშინ მთლიანად დაითხოვეს ავტოინსპექციის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციაში ახალი კადრები მიიღეს. შსს–ს იმ პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.

რეფორმა წარმატებით განხორციელდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შექმნიდან 14 წელზე მეტი გავიდა, შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ შენარჩუნდა რეფორმის ძირითადი იდეები – არა ქრთამს, პატიოსნება, თავაზიანობა, მაქსიმალური ობიექტურობა და სიმკაცრე კანონის დამრღვევების მიმართ. რა თქმა უნდა, ცალკეული დარღვევები არის, მაგრამ კანონის დამრღვევი პოლიციელები ისჯებიან.

ყველა ახალი ამბავი
0