ქართული დრამა „ნამე" „ოსკარისთვის" აღარ იბრძოლებს

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკში"ოსკარი"
ოსკარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ჩამონათვალში მექსიკის, იაპონიის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ფილმები შევიდა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე" კინოპრემია „ოსკარის" „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.

როგორც პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, შემოკლებულ სიაში ცხრა ფილმი შევიდა.

ოქროს გლობუსი - Sputnik საქართველო
„ოსკარის" რეპეტიცია: საქართველო კინოპრემია „ოქროს გლობუსის" შორტ-ლისტში ვერ მოხვდა

მათ შორის - ალფონსო კუარონის მექსიკური ფილმი „რომი", რომელიც კანის „ოქროს რტოს" მფლობელია, პოლონელი რეჟისორის პაველ პავლიკოვსკის ფილმი „ცივი ომი", გერმანული ფილმი „სამუშაო ავტორის გარეშე", რომლის რეჟისორია ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი, კრისტინა ჯელეგოს კოლუმბიური ფილმი „გადამფრენი ჩიტები" და ა.შ.

სულ პრემიაზე 87 ფილმია წარდგენილი. ხუთი ნომინაცია 2019 წლის 22 იანვარს გამოცხადდება, გამარჯვებულთა ვინაობა კი დაჯილდოების ცერემონიაზე 24 თებერვალს დასახელდება.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს. "ნამე" არის საქართველოს, ლატვიისა და საფრანგეთის კოპროდუქცია.

მანამდე ეს ქართული ფილმი კინოპრემია „ოქროს გლობუსის" ნომინანტთა სიაში ვერ შევიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0