„ვლოცულობთ თქვენთვის!“ - ილია მეორემ რომის პაპს დაბადების დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისალოც წერილში საქართველოს პატრიარქმა თბილისში რომის პაპის ვიზიტი გაიხსენა

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რომის პაპს ფრანცისკეს იუბილე მიულოცა.

რომის პაპს დღეს 82 წელი შეუსრულდა.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. ჩვენ ყოველთვის სიყვარულით ვიხსენიებთ საქართველოში თქვენს ვიზიტს და მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა და ის წვლილი, რომელიც შეგაქვთ ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვასა და განმტკიცების საქმეში. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ნაყოფიერ მოღვაწეობას. ვლოცულობთ თქვენთვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა. იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა და ამასთან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა ჩაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0