ინაუგურაციის შემდეგ ქვემეხი ავარიაში მოყვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ავტომობილი ღამის საათებში გამაფრთხილებელი და ამრეკლი მანიშნებლების გარეშე მოძრაობდა

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საგარეჯოს მახლობლად სამხედრო სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

სატვირთო მოძრაობდა ავტოკოლონაში, რომელსაც გადაჰქონდა საარტილერიო ქვემეხები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე გაისროლეს. ავარიის შემდეგ ტრასაზე უზარმაზარი საცობი შეიქმნა.

შსს-ს ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთოს მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერეს.

ავარიის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. Facebook-ის მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე ინციდენტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, თვითმხილველები, რომლებმაც სამხედრო ავტოკოლონა გადაიღეს, აღნიშნავენ, რომ სიბნელის მიუხედავად, საარტილერიო ქვემეხები ამრეკლი მანიშნებლების გარეშე გადაჰქონდათ.

სამხედრო კოლონას პოლიციის ერთი მანქანა აცილებდა. შემხვედრ ზოლზე მოძრავ მანქანებს სამხედრო კოლონის გადაადგილების შესახებ არ აფრთხილებდნენ არც ციმციმა მანათობლები, არც საპატრულო პოლიცია.

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გასულ კვირას გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0