ზურაბიშვილი: დღეიდან ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი

გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ექვსი წლის ვადით, 2024 წლამდე დაიკავებს

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. თელავში, ბატონის ციხეში  ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო.

 საქართველოს ისტორიაში პირველმა ქალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ფიცი უკვე დადო  და თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ასევე, საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში დაიწყო

„ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მე პირელ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს, რომ საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი იქნება კანონის უზენაესობის გარანტი და იზრუნებს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ექვსი წლის ვადით, 2024 წლამდე დაიკავებს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
Live: სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პირდაპირი ეთერი

ინაუგურაციას ესწრებიან ხელისუფლების ყველა ფენის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და მაღალი რანგის სტუმრები. ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა მას მხარს აქტიურად მმართველი პარტია უჭერდა. ზურაბიშვილს ხმა მისცა 1,1 მილიონმა ამომრჩეველმა, ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 59,52%-მა.

ყველა ახალი ამბავი
0