ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

© Sputnik / STRINGERამირან პაპინაშვილი ორთაბრძოლისას
ამირან პაპინაშვილი ორთაბრძოლისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ბოლო ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედლები ვერ აიღეს

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში „მასტერსის“ სერიის ტურნირის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედალთან ყველაზე ახლოს ამირან პაპინაშვილი იყო. თუმცა, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების ფინალში ქართველი სპორტსმენი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძემ დაამარცხა.

ზვიად პატარიძე - Sputnik საქართველო
ზვიად პატარიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელეს

საქართველოს ნაკრების ყულაბას კიდევ ორი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) შემატეს. მათ ტურნირის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მარგველაშვილმა ბრაზილიელი დანიელ კარნინს აჯობა, ხოლო ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მონღოლ ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა.

ჩინური „მასტერსის“ დასკვნით დღეს, 16 დეკემბერს, ქართველი ძიუდოისტები იბრძოლებენ მედლებზე კიდევ სამ წონით კატეგორიაში: ბექა ღვინიაშვილი (-91 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ყველა ახალი ამბავი
0