გურამ წიბახაშვილი: „ქართული ფოტოგრაფია ჯერ არ არსებობს“
„თუ ათი წლის წინანდელ ფოტოებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ მან უკვე გარკვეულად განძის ფუნქცია შეიძინა“- ამბობს გურამ წიბახაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
გურამ წიბახაშვილი - ფოტოხელოვანი, ჟურნალისტი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირის და საქართველოს ფოტომხატვართა კავშირი. 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში, თანამშრომლობს პრესასთან.1985 წლიდან არის "ვიზუალური ბანკის" შექმნის თანაავტორი და თანამშრომელი. არის 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე.