ზემო ლარსი დღეს: გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაიხსნა

© photo: Roads Department of Georgia / FBმცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან რუსეთში მიმავალ გზაზე ლიპყინულის პრობლემა მოიხსნა

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა >>

პარასკევს გუდაური-კობის მონაკვეთი მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა, დღეს კი შეზღუდვა მოიხსნა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელინი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე. შეზღუდვები ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო 11 დეკემბრიდან მოქმედებდა.

ტრასა მცხეთა-სტაფანწმინდა-ლარსი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0