მკვლელობა მარნეულში - იძებნება ეჭვმიტანილი

© photo: Sputnik / Stringerდანაშაულის ჩადენის ადგილი
დანაშაულის ჩადენის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. მარნეულის რაიონში შუახნის ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა სოფელ კიროვკაში დღეს დილით მოხდა.

თანასოფლელების განცხადებით, ქალის ცხედარი საკუთარ სახლში ნათესავმა ნახა. მათივე თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც.

როგორც მეზობლები ვარაუდობენ, სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას.

შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0