შსს-მ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები გახსნა

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა გატაცებული  ნივთები დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, ე.რ.-მ და ე.გ.-მ რუსთავში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონი, ფული, ასევე სამკაულები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გატაცებული ნივთები დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს რ.ი.-ც, რომელმაც რუსთავში თანამზრახველებთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 9 500 აშშ დოლარი გასტაცა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის თანამზრახველების ვინაობა მალევე დაადგინეს. მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0