თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ამინდის გაუარესების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კვლავ აკრძალვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
აკრძალვა შეეხო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტს, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
აკრძალვები ქარბუქისა და ნამქერის გამო დაწესდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.