საქართველოს საგარეო ბრუნვა კვლავ იზრდება

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპორტის ზრდის ძირითად მიზეზად საქართველოს მთავრობაში გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციას ასახელებენ.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის 11 თვეში 18,6%-ით გაიზარდა გასული წლის იანვარ–ნოემბერთან შედარებით და 11,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წლის იანვარ–ნოემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ხოლო იმპორტმა საქართველოში წლის დასაწყისიდან დაახლოებით 8,3 მლრდ დოლარი შეადგინა – 16,8%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის იანვარ–ნოემბერში.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველოდან ექსპორტზე 11 თვეში რეკორდული რაოდენობის ღვინო გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკა 2016 წლიდან შეინიშნება, ხოლო მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა რეკორდული – 50%-იანი ზრდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ეს რამდენიმე ფაქტორით ახსნა, მათ შორის, გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0