საქართველოში ზურაბიშვილის ინაუგურაციას 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად
სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მაღალი რანგის 150 სტუმარს ელოდებიან.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან საქართველოში ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.

საქართველოში ელოდებიან მაღალი რანგის სტუმრებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს - სულ დაახლოებით 150 ადამიანი იქნება.

ზურაბიშვილი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება>>>

ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. ზურაბიშვილი ფიცს თელავში დადებს, სტუმრების მიღება კი წინანდალშია დაგეგმილი. მანამდე თბილისში ზურაბიშვილი ილია ჭავჭავაძის საფლავსა და გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი და მისი გუნდი: ახალი პრეზიდენტი ერთგულ ადამიანებს ეძებს

„ეს ბოლო მონაცემები არაა, რადგანაც ჩვენ ამ დრომდე ვცვლით ინფორმაციებს. დღეს არსებული ინფორმაციით, ინაუგურაციას დაესწრებიან სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ასევე თავდაცვისა და სოციალური საკითხების ყოფილი მინისტრები, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვის სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი", – განაცხადა თოთლაძემ.

გარდა ამისა, საქართველოში ელოდებიან მოლდოვის ვიცე-პრემიერს, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერს და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეს, სუამ-ის გენერალური მდივანს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აშშ-დან USAID-ს წარმომადგენელს, ვატიკანის წარმომადგენელს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0