თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალიდან მეტროს სადგურის „სადგურის მოედანი 3“ ჩასასვლელის ცალი მხარე სამი თვით დაიკეტება, აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია „ბავშვთა სამყაროს“ წინ არსებულ მიწისქვეშა ჩასასვლელზე.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროს სადგურის „სადგურის მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროს სადგურის ცენტრალური გამოსასვლელით.