თბილისის ერთ–ერთი ცენტრალური მაგისტრალის რემონტზე ტენდერი ცხადდება

© photo: Sputnikსარემონტო სამუშაოები თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე
სარემონტო სამუშაოები თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეცვალოს ასფალტის საფარი როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარებზე

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი საბურთალოს რაიონში სიმონ კანდელაკის ქუჩის საფარის რემონტზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

 MAN–ის ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები 2019 წლის თებერვლიდან გამოჩნდება

მაუწყებლის ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 1,57 მლნ რალი. ტენდერზე განაცხადების მიღება 29 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვარს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კანდელაკის ქუჩაზე დაზიანებულია ასფალტის საფარი, არის ბზარები, საფარის სისქე სხვადასხვაა, რაც გასულ წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით არის გამოწვეული. დაზიანებულია საფარი ტროტუარებსა და ბორდიურებზე.

კაპიტალური სამუშაოები კანდელაკის ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოთხთვიან ვადაში უნდა დაასრულოს.

ყველა ახალი ამბავი
0