თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.
თუმცა, ლიპყინულის გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.