საქართველოში ქალებს მოუწოდებენ არ მიმართონ არააუცილებელ საკეისრო კვეთებს

© Pixabay / Pexelsორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკეისრო კვეთების რაოდენობა საქართველოში სამჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენლები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციის მსვლელობის ფარგლებში სამედიცინო ჩვენებების გარეშე საკეისრო კვეთების მაჩვენებლების ზრდის პრობლემას განიხილავენ.

საქართველოში საკეისრო კვეთის ფაქტები გახშირდა>>>

ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპაში საკეისრო კვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კვლევებმა აჩვენა, რომ 2000-2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში მაჩვენებელი იყო 20%-ზე დაბალი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კი იგი 50%-ს აღწევდა.

უშუალოდ საქართველოში 2017 წელს საკეისრო კვეთა 23,4 ათასმა მშობიარემ ჩაიტარა, რაც მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44,6%-ია. ერთი წლის წინ კი აღნიშნული მაჩვენებელი 24,4 ათასი (43,7%) იყო.

 „მილიონობით ქალი მთელ მსოფლიოში საკუთარ თავსა და შვილებს რისკის ქვეშ აყენებს, როდესაც საკეისრო კვეთას სამედიცინო ჩვენების გარეშე იტარებს", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის სქესობრივი, რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა.

ქალები, რომლებიც საკეისრო კვეთას აუცილებლობის გარეშე იტარებენ, მომავალი ორსულობისთვის შესაძლო ნეგატიური შედეგებისთვის უნდა იყვნენ მზად, მაგალითად, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს ყელის რღვევა, პათოლოგიური პლაცენტა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და საშვილოსნოს ამოკვეთის საჭიროებაც კი დადგეს.

ორსულის ულტრაბგერითი გამოკვლევა - Sputnik საქართველო
საკეისრო კვეთა სამედიცინო დანიშნულების გარეშე – საქართველოში სამშობიარო სახლებს აჯარიმებენ

გარდა ამისა, საკისრო კვეთით დაბადებული ბავშვების შემთხვევაში ხშირია ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიცაა ასთმა და სიმსუქნე.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

საკეისრო კვეთების რაოდენობა საქართველოში სამჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს.

საქართველოში სამშობიარო სახლებისთვის ამ კუთხით 2017 წლის 1 მარტიდან სანქციები ამოქმედდა, რომელთა თანახმად, სამშობიარო სახლებს უფლება აქვთ, სამედიცინო ჩვენების გარეშე გარკვეული რაოდენობის საკეისრო კვეთა ჩაატარონ – ესაა წელიწადში საკეისრო კვეთების რაოდენობის 40%. ამ მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას აჯარიმებენ.

საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საკეისრო კვეთას – 800 ლარით. თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო მაჩვენებლებით, არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 800-ის ნაცვლად 500 ლარს იხდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0