ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება: საქართველოს გზებზე გადაადგილება შეზღუდულია

© Facebook / photo: Roads Department of Georgia / FBავტომობილები ე. წ. სამხედრო გზაზე
ავტომობილები ე. წ. სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზებზე აკრძალვები თოვისა და ლიპყინულის გამოა დაწესებული.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კერძოდ, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტელეანძა - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 13 დეკემბერს

თოვლისა და ლიპყინულის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია სვანეთის მიმართულებითაც. კერძოდ, მესტია–უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზეც (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-50 კმ მონაკვეთი), დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება ნინოწმინდა–სომხეთის საზღვარს, ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0