საქართველო თურქეთს მატარებლის ავარიის გამო უსამძიმრებს

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებლის ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ცხრა ადამიანი დაიღუპა.

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარი გამოუცხადა მატარებლის ავარიის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი.

მატარებლების შეჯახება თურქეთში - Sputnik საქართველო
ჩქაროსნული მატარებლის ავარია ანკარაში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

ანკარაში ხუთშაბათს ერთმანეთს ჩქაროსნული მატარებელი და სამანევრო ლოკომოტივი შეეჯახა. ინციდენტი ანკარა–კონიას კურსით მოძრავ მატარებელს დილით შეემთხვა. შეჯახების შედეგად სამი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა, ჩამოინგრა საგზაო გადასასვლელი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 9 დაღუპულისა და 84 დაშავებულის შესახებ, აქედან 34 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ დაღუპულებისა და მათი ახლობლებისთვის. ამ მძიმე ჟამს საქართველო თურქეთის მთავრობისა და ხალხის გვერდით არის“, – დაწერა ბახტაძემ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.

ანკარაში მდებარე საქართველოს საკონსულოში რკინიგზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

ყველა ახალი ამბავი
0