საქართველოში ბიოპროდუქტების წარმოება ხელსაყრელი გახდება

© photo: Sputnik / Vladimir Perventsev / გადასვლა მედიაბანკშიჩაის კრეფის პროცესი
ჩაის კრეფის პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოპროდუქტების მწარმოებლებისთვის სხვადასხვა შეღავათებია გათვალისწინებული.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე.

პროგრამა ითვალისწინებს როგორც თანადაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებს ორგანული პროდუქციის მწარმოებლებისა თუ გადამამუშავებელი მრეწველობისთვის, ისე დახმარებას პროდუქციის სერტიფიცირების პროცესში. ახალი ინიციატივა გახდება „ერთიანი აგროპროექტის" პროგრამის ნაწილი, რომლის განსახორციელებლად 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 97,1 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სათბური - Sputnik საქართველო
„მწვანე სახლი“ ლისის ტბაზე – ადგილი, სადაც ბიოპროდუქტს აწარმოებენ

„სახელმწიფო იწყებს მნიშვნელოვან კომპლექსურ პროგრამას ორგანული პროდუქციის წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის კუთხით, რაც პრემიერ-მინისტრის „მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის“ ინიციატივის ნაწილია", – განაცხადა დავითაშვილმა.

მთავრობის „მწვანე ეკონომიკური პოლიტიკა“ ითვალისწინებს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, ჯანსაღი კვების პროდუქტების წარმოებას და გარემოზე ზრუნვას. მინისტრის სიტყვებით, ადრე საქართველოში ერთი პროგრამაც კი არ იყო, რომელიც მოცემულ გამოწვევებს უპასუხებდა, მხოლოდ არსებობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ცალკეული პროგრამები.

პროგრამა  „ერთიანი აგროპროექტი" რამდენიმე ნაწილისგან შედგება – წარმოებისა და პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობა, მის რეალიზაციაში დახმარება, აგროსექტორის დაზღვევის სისტემის განვითარება, ჩაის წარმოების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.

ორგანული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც დამზადებულია პესტიციდების, სინთეტიკური მინერალური სასუქების, ხელოვნური დანამატების მინიმალური გამოყენებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0