ანუკი არეშიძე: თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ბევრი შვილი გააჩინეთ

© FB / Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე სექტემბერში მეოთხე ბიჭის დედა გახდა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ს Instagram-ზე მეოთხე შვილის ნიკოლას ფოტო გაავრცელა და საზოგადოებას საკუთარი ემოციები გაუზიარა. 

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
რატომ არ აჩენს საზოგადოების წინაშე მეოთხე შვილს ანუკი არეშიძე

კალაძე და მისი მეუღლე, ყოფილი მოდელი ანუკი არეშიძე მეოთხე შვილის ნიკოლას მშობლები სექტემბერში გახდნენ. ანუკიმ პატარა ნიკოლას ფოტოს პოსტი მიუძღვნა.

„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ყოველ დილით თვალებით რომ მიხსნის სიყვარულს და მთელი სახე უცინის ბედნიერებისგან! ყოველდღე უფალს უდიდეს მადლობას ვუხდი, რომ ღირსი გამხადა ამ სიყვარულის, რასაც ჩემი შვილები მჩუქნიან, განსაკუთრებით ეს პატარა ხოზიკა, რომელიც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ თვალებით მეუბნება ყველაფერს! მოკლედ, გოგოებო, რთულია, კი, მაგრამ თუ ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, ბევრი ბავშვი გააჩინეთ", – წერს არეშიძე.

აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ნიკოლას მხოლოდ ხელი ჩანს, რადგან ანუკი, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, თავს იკავებს საზოგადოებას მეოთხე შვილი აჩვენოს.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 11 წლის ლევანი, 6 წლის კახაბერი და 4 წლის ვაჩე.

 

ყველა ახალი ამბავი
0