სესხების განულებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerქართული ვალუტის კუპიურები - ლარი
ქართული ვალუტის კუპიურები - ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის” მონაცემები დაემატა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge მონაცემები განახლდა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ვებ-გვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 420 მსესხებლის 695 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ. ჯამური დავალიანების თანხა თითქმის 3,149 მილიარდ ლარს შეადგენს.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

ვებ-გვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხები და კრედიტები: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „სილქ როუდ ბანკი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „იშბანკი საქართველო“, „ვითიბი ბანკი“.

პრემიერ-მინისტრმა ახალი ინიციატივა მიმდინარე წლის ნოემბერში გაახმოვანა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში სპეციალური ვებ-გვერდი vali.ge 10 დეკემბერს ამოქმედდა.

ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა:

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ვის ჩამოაწერენ სესხებს: ვებ-გვერდი დღეს ამოქმედდება

• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

საქართველოს მოქალაქეების ბანკის, მიკროსაფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების ვალების ჩამოწერა 15 დეკემბერს იწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 000 ლარს არ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0