13 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა – რა მოხდა ბოლნისში

© photo: Sputnik / Varvara Gertye / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. 13 წლის ისმაილ ბადალოვის მამა ამტკიცებს, რომ მოზარდი საავადმყოფოში ცემის შედეგად მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი ბოლნისის რაიონში დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. მოზარდის ოჯახის წევრების განცხადებით, მათთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.

„იგი (ისმაილი) სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა. ყვიროდა, რომ თავი სტკივა. ჩვენ „სასწრაფო" გამოვიძახეთ. ნემსის გაკეთების შემდეგ იგი კომაში ჩავარდა. ამ მდგომარეობაში წავიყვანეთ საავადმყოფოში. ექიმების დასკვნით, მისი მდგომარეობის მიზეზი თავის არეში მიღებული ტრავმა გახდა. პოლიციამ ყველაფერი იცის. მათ ექიმებს დაურეკეს და ჰკითხეს, ბავშვის მდგომარეობა მაღალი წნევით ან სხვა მიზეზით ხომ არ იყო გამოწვეული", – განაცხადა გარდაცვლილის მამამ იდაიდ ბადალოვმა.

მისი სიტყვებით, მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე ყველა პირი ჯერჯერობით თავისუფალია.

არ გადაკვეთო - Sputnik საქართველო
გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

„მეუბნებიან, რომ ასაკიდან გამომდინარე მოზარდების დაკავების უფლება არ აქვთ. მაგრამ მე მინდა, რომ ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისაჯოს", – აღნიშნა ბადალოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბადალოვების თანასოფლელები დაკითხა. ისმაილის ცემის ფაქტს ისინი უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ბიჭს ვიღაცამ ხელი ჰკრა და იგი დაეცა.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0