იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOVსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტოკიოს მერი სალომე ზურაბიშვილს იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ეპატიჟება>>>

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი იყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე.

ოდრე აზულეს განცხადებით, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსა და იუნესკოს თანამშრომლობა.

ახალგაზრდა მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
ქართული ჭიდაობა იუნესკოს ნუსხაში შევიდა

„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და იუნესკოს შორის უკვე არსებული საუცხოო ურთიერთობები თქვენი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი მხრივ, არ მოვაკლებ მცდელობას, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და კომუნიკაციის მეშვეობით, მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კულტურათშორისი დიალოგის განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ოდრე აზულეს მილოცვაში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველო იუნესკოს სრულუფლებიანი წევრი 1992 წლის 7 ოქტომბერს გახდა. ამავე წელს შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და სამდივნო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს. კომისიას საქართველოსა და იუნესკოს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია ევალება.

 

ყველა ახალი ამბავი
0