ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად გვინდება სასწაულები და ნუგბარი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ლამაზი საშობაო ბაზრობების სურათები.
ახალი წელი თითქმის უკვე მოვიდა. საახალწლო ბაზრობების სტუმრობა ყველას აღავსებს საზეიმო განწყობით.
სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები სიხარულით რთავენ ვიტრინებს, აწყობენ ზღაპრულ სუვენირებს და გლინტვეინს ამზადებენ.

მოსკოვში წითელი მოედანი ტრადიციულად მთავარ საახალწლო ბაზრობად იქცა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს საშობაო საშუქრები ახლობლებისათვის

2/15
© AFP 2024 / Mladen Antonov
მოსკოვის საშობაო ბაზრობაზე იხილავთ მსახიობებს, რომლებიც ტრადიციული სამოსით სტუმრებს ამხიარულებენ

3/15
© AFP 2024 / Daniel Karmann
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული ბაზრობა ნიურნბერგის ბაზრობაა - ყოველწლიურად მას ორი მილიონი ადამიანი სტუმრობს. აქ ყოველ ნაბიჯზე იყიდება ტკბილეული, სხვადასხვა სახის ძეხვეული, ორცხობილები და გლინტვეინი

ყოველ წელს 600 ათასი ადამიანი სტუმრობს ჟანდარმენმარკტის საშობაო ზღაპარს ბერლინში

ყინულის სამყარო "ნეპტუნის" ფანტანთან - ეს ალბათ ბერლინის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, სადაც ფანტანის გარშემო 600 კვ. მეტრზე მოწყობილია საციგურაო მოედანი ნებისმიერი მსურველისათვის

პრაღის ორი ყველაზე დიდი საშობაო ბაზრობა ქალაქის შუაგულშია განთავსებული ორ ცენტრალურ მოედანზე - სტარომესტის და ვაცლავის

7/15
© AP Photo / Michael Probst
კოსტუმირებული სპექტაკლის მონაწილეები ჰაიდელბერგის საშობაო ბაზრობაზე, გერმანია

ვენის ტრადიციულ საშობაო ბაზარში დაახლოებით 150 სავაჭრო კარავი დგას, სადაც შესაძლებელია საშობაო საჩუქრების, ნაძვის ხის სათამაშოებისსა და სუვენირების შეძენა

გამყიდველები ვილნიუსის საშობაო ბაზრობაზე, ლიეტუვა

10/15
© AP Photo / Michael Probst
საშობაო დღესასწაულებზე ფრანკფურტის რომერბერგის მოედანზე მარციპანიანი ფუნთუშებისა და ტკბილ სოუსიანი კარტოფილის ბლინების სურნელი დგას. ვაშლის ღვინის ჭიქა გამაახალგაზრდავებელი ელექსირივით მოქმედებს

კოსტუმირებული "ეშმაკების მარში" ვენის საშობაო ბაზარში

საშობაო მორთულობები ზალცბურგის საშობაო ბაზრობაზე, ავსტრია

საშობაო ბაზრობები რიგაში დეკემბრის დასაწყისშივე გაიხსნა და იანვრის შუა რიცხვებში იკეტება

14/15
© AP Photo / Michael Probst
საახალწლო სათამაშოები ჰაიდელბერგის საშობაო ბაზრობაზე, გერმანია

სტრასბურგის ბაზრობა ევროპის ყველაზე ძველ ბაზრობად მიიჩნევა - პირველად იქ 1570 წელს გამართეს. უკვე 200 წელზე მეტია პავილიონებში სტუმრებს სთავაზობენ ორიგინალურ საშობაო მორთულობებს და ნაძვის ხის საავტორო სათამაშოებს