როცა სახლი ციხე-სიმაგრე ვეღარ არის: ორანგუტანის ბრძოლა „რკინის მხეცთან“

გამოწერა
კადრები, რომელზეც სულისშემძვრელი სცენაა ასახული, ინდონეზიაშია ცოტა ხნის წინ გადაღებული, სადაც მშენებლებმა სუნგაი-პუტრის ტყის ნაწილი გაანადგურეს

კადრები, რომელზეც სულისშემძვრელი სცენაა ასახული, ინდონეზიაშია ცოტა ხნის წინ გადაღებული, სადაც მშენებლებმა სუნგაი-პუტრის ტყის ნაწილი გაანადგურეს.

ეს ის ტერიტორიაა, სადაც გადაშენების პირას მყოფი კალიმანტიური ორანგუტანები ბინადრობენ. 

კადრებზე ჩანს, როგორ ეშვება ხიდან უზარმაზარი ორანგუტანი და ექსკავატორისკენ მიდის, რათა „რკინის მხეცი“ შეაჩეროს. ის ცდილობს ცივ ლითონს ჩაებღაუჭოს, მაგრამ ფეხი უცურდება და გაჩეხილ ხეებში ვარდება, რომელიც ოდესღაც მისი სახლი იყო. მერე კი ჩანს, მთელი სხეულით აკანკალებული, თავსხმა წვიმაში, როგორ ცდილობს ნაჩეხებიდან ამოსვლას.

საბედნიეროდ, ცხოველთა გადარჩენის საერთაშორისო მოძრაობა IAR-ის აქტივისტებმა უსახლკაროდ დარჩენილი ორანგუტანი ტყის დაცულ ნაწილში გადაასახლეს და...

ვინ იცის, იხსნეს კი დიდი ხნით?

ყველა ახალი ამბავი
0