გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე
გზის გაწმენდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  საავტომობილო გზის  გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო არის აკრძალული.

რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის, მათი მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ მონაკვეთზე ავტომობილებმა გაუჩერებლად უნდა იმოძრაონ, ისიც მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით და საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0