სვანეთისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

© photo: Roads Department of Georgia / FBგზის გაწმენდა თუშეთში
გზის გაწმენდა თუშეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის სხვა მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სვანეთისკენ წყალტუბოდან მიმავალ საავტომობილო გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც საქართველოს ავტომაგისტრალის მონაკვეთი სვანეთის მიმართულებით დაკეტილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, კლდის მასა ჩამოიშალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კილომეტრზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის სხვა მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0