საქართველოს მთავარ მაშველად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა

© Emergency Management Serviceსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამსახურის ახალი უფროსი მანამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი თეიმურაზ მღებრიშვილმა შეცვალა, შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი მღებრიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის ივლისში დაწერა. ის ხელმძღვანელობდა უწყებას მისი დაარსების მომენტიდან - 2017 წლის ნოემბრიდან. მანამდე, 2015 აგვისტოდან ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

საქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგებისთვის - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, სამმა მინისტრმა დატოვოს

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

რაც შეეხება თეიმურაზ მღებრიშვილს, ის 1971 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2016-2018 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის პოსტს უწყების გაუქმებამდე იკავებდა.

მანამდე, 2014 წლიდან 2015 წლამდე შს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2014 წელს ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0