საპროტესტო აქცია და საცობი თბილისის იუსტიციის სახლთან

გამოწერა
საზოგადოების ერთი ჯგუფის საპროტესტო აქციის გამო თბილისის იუსტიციის სახლთან საცობი წარმოიქმნა. ნახეთ, რა ხდებოდა დედაქალაქის ცენტრში Sputnik-საქართველოს ვიდეოში

საზოგადოების ერთი ჯგუფის საპროტესტო აქციის გამო თბილისის იუსტიციის სახლთან საცობი წარმოიქმნა. ნახეთ, რა ხდებოდა დედაქალაქის ცენტრში Sputnik-საქართველოს ვიდეოში

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, თბილისის იუსტიციის სახლთან საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტმა მორატორიუმი ივნისში გამოაცხადა. ცვლილებები შევიდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელობის შესახებ" კანონში, რომელსაც განახლებული კონსტიტუციის ძალაში სრულად შესვლამდე უნდა ემოქმედა.
განახლებული კონსტიტუცია სრულად ძალაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დღემდე იმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0