თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. თბილისში მატარებელი დაეჯახა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ადგილზევე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა 8 დეკემბერს ქინძმარაულის ქუჩაზე მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.