„ბიოს“ მოხმარების შედეგად კომაში ჩავარდნილი სამიდან ერთი ახალგაზრდა დაიღუპა

© REUTERS / David Mdzinarishviliანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპული ახალ­გაზ­რდას ცხედარი უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ქუ­თა­ის­ში.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, საცხოვრებელ სახლში 19 წლის ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ მოხმარების შედეგად დაიღუპა. დაღუპული სტუდენტი დიმა გ.-ძე თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად იყო ჩა­მო­სუ­ლი. დაღუპული ახალ­გაზ­რდას ცხედარი უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ქუ­თა­ის­ში.

სინთეტიკური ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
„თეთრი ხმაური“ სასწრაფო განცხადებას ავრცელებს: MDMA-ს ნაცვლად სინთეზური ოპიოიდი იყიდება

არსებული ინფორმაციით, მან ორ ახალ­გაზ­რდას­თან ერ­თად ნარკოტიკული ნივ­თი­ე­რე­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში მი­ი­ღო. ორი ახალგაზ­რდა ამ დრომ­დე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზები და გარდაცვალების რეალური მიზეზი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბამ“ გაავრცე­ლა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტოქ­სი­კა­ცია შე­საძ­ლოა გამოწ­ვე­უ­ლი იყოს სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დით - ფენ­ტა­ნი­ლით.

„მისი მოქ­მე­დე­ბა ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ჰე­რო­ი­ნის მოქ­მე­დე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შე­ი­ძი­ნეს რო­გორც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA, რომ­ლის მი­ღე­ბის შე­დე­გად გა­მო­უვ­ლინ­დათ სიმპტო­მე­ბი: ძილიანო­ბა, არე­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი, ეი­ფო­რია, კუნ­თე­ბის რი­გი­დუ­ლო­ბა და კო­მა­ტო­ზუ­რი მდო­მა­რე­ო­ბა.

რისთვის დააკავეს თბილისის აეროპორტში ამერიკის მოქალაქე >>

„თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ეს  ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

მოძრაობა აფრთხილებს ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომ  ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, „რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა“.

ყველა ახალი ამბავი
0