თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს დილით ინტენსიური თოვის გამო აიკრძალა.
ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში მიმდინარეობს ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით.