სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

გამოწერა
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდების 44 წლის მამაკაცი დააკავეს

შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0