პროტესტი პარიზში - ეს პირდაპირ ახლა ხდება

© REUTERS / JEAN-PAUL PELISSIER„ყვითელჟილეტიანების“ მიერ მოწყობილი არეულობა პარიზში
„ყვითელჟილეტიანების“ მიერ მოწყობილი არეულობა პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღის მეორე ნახევარში პარიზში გაწვიმდა, მაგრამ ეს არავის აჩერებს

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საპროტესტო აქციებზე პარიზში შაბათს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეარხი BFMTV პოლიციის პრეფექტურაზე დაყრდნობით.

დღის მეორე ნახევარში პარიზში გაწვიმდა, მაგრამ ეს არავის აჩერებს - აქციებმა გადაინაცვლა სენ-ლაზარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სენ-ჟაკის კოშკთან და ვაგზლის დასავლეთ მდებარე სენტ-ოგიუსტენის ტაძართან. თითქმის ყველგან მომიტინგეებს პოლიციის წინააღმდეგობა ხვდება, სამართალდამცველების მისამართით ისვრიან ქვებსა და რკინის ნაჭრებს, მომიტინგეების მისამართით კი გამოყენებულია რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

Sputnik France-ს ოსმანის მოედნიდან პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავს:

ამ კადრებში მიმდინარე მოვლენები საშობაო ილუმინაციის ფონზე განსაკუთრებით სიურრეალისტურად გამოიყურება:

„ყვითელჟილეტიანების“ საპროტესტო აქციები, რომლებზეც სხვა ყველაფერთან ერთად, ბენზინის ფასის მომატებას აპროტესტებენ, საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. მასობრივ პროტესტს თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან, მანქანების დაწვა, ბანკებისა და მაღაზიების დარბევა.

დილიდან მომიტინგეებმა დაარბიეს კაფე Starbucks-ი და მაღაზიები სენ-ლაზარის ვაგზლის მიდამოებში, ისინი იყენებდნენ ქვებს, შემოღობვების ნაწილებს და რკინის კეტებს, იუწყება РИА Новости.

მოედანზე მდებარე მაღაზიებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, კედლები და გადარჩენილი ვიტრინები დაფარულია წარწერებით, კაფეებსა და მაღაზიებში პროდუქცია იატაკზე ყრია.

მომიტინგეებთან გამკლავება პოლიციამ მხოლოდ ჭავლსატყორცნების საშუალებით შეძლო - პოლიციის ჯავშანმანქანამ ცეცხლმოკიდებული ბარიკადა გაარღვია და საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალა.

ფრანგული მედიის მონაცემებით, მხოლოდ პარიზში დაკავებულია 575 ადამიანი, მთლიანად ქვეყანაში - დაახლოებით 700. მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებში მონაწილეობს დაახლოებით 30 000 ადამიანი, აქედან მესამედი - პარიზში.

ყველა ახალი ამბავი
0