თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ სატრენინგო პროგრამას იწყებს, ნათქვამია „ტექნოპარკი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრენინგი 10-დან 27 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
მსურველებს საშუალება ექნებათ მოკლე კურსი გაიარონ შემდეგ სპეციალობებში და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს:
IT პროექტ მენეჯმენტი;
2D მოდელირება;
გრაფიკული დიზაინი;
კიბერუსაფრთხოება;
სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი აპლიკაცია და გაიარონ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი.
სატრენინგო პროგრამის მიზანია საბაზისო უნარების განვითარება, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებს შემდგომში პროექტების მართვასა და დაგეგმვაში დაეხმარებათ.