„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ პირველკურსელთა მიღებას შეძლებს

© Sputnik / STRINGERმტკვრის სანაპირო
მტკვრის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისევ განსახილველია უნივერსიტეტისთვის მობილობის უფლების მინიჭების საკითხი.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა, იუწყება პირველი არხი.

სტუდენტები - Sputnik საქართველო
ევროპის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება სამი წლით შეეზღუდა

შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო შეეზღუდა. ჯარიმა უნივერსიტეტს ჯერ კიდევ 2013 წელს დაეკისრა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა.

უნივერსიტეტის რექტორის, ილის ჩილოღლუს განცხადებით, საბჭომ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, თუმცა ჯერ ისევ განსახილველია უნივერსიტეტისთვის მობილობის უფლების მინიჭების საკითხი.

შავი ზღვის უნივერსიტეტს მიმდინარე სასწავლო წელს სტუდენტების მიღება უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭომ 2018 წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული დავალიანების გადაუხდელობის გამო აუკრძალა. აღნიშნული ჯარიმა, რომელიც 712 ათას ლარზე მეტს შეადგენდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ 26 აგვისტოს გადაიხადა. იმ დროიდან უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს.

ყველა ახალი ამბავი
0