თერჯოლაში მამაკაცმა თანასოფლელები გაქურდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა მანამდე ჩადენილი ქურდობის ფაქტიც აღიარა

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თერჯოლის რაიონში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შემთხვევა რუსთავში : საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცმა კანის ფერის გამო უცხოელი სცემა

როგორც გამოძიებით დადგინდა, 36 წლის გ.გ.-მ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში თანასოფლელის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც 7 500 ევრო, 900 დოლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ფულის ნაწილი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ნაწილი - ბრალდებულის კუთვნილი მიკროავტობუსის ჩხრეკისასა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ასევე ამოღებულია მოპარული ოქროს ნივთები, რომლებიც გ.გ.-მ ამავე სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის სახლში დამალა.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გ.გ.-მ წარსულში მის მიერ ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა, რა დროსაც სოფელ ჭოგნარში, მოქალაქის სახლიდან 5000 ლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0